დავითაშვილი იმედოვნებს, რომ არაბული ინვესტიცია ქვეყანაში, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაში ჩაიდება

დავითაშვილი იმედოვნებს, რომ არაბული ინვესტიცია ქვეყანაში, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაში ჩაიდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩაიდება, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს არაბული ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან შესათანხმებელი ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტი კი რომელიც დღეს გაფორმდება ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ბოლო წლებში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი, რა დროსაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მლნ დოლარს აღემატებოდა და 2021 წელთან შედარებით ის გაორმაგებული იყო. 2023 წელი კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა, საინვესტიციო მიმართულებით… 2003 წლიდან დღემდე 1 მილიარდ 100 მლნ დოლარის ინვესტიციაა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოსული სქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში – სასტუმრო ინდუსტრია, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ამას ხელს შეუწყობს არაბეთის გაერთიანებული საამიროებთან დადებული სტრატეგიული მნიშვნელობის შეთანხმება, ასევე ორი ქვეყნის ლიდერის მჭიდრო და ახლო კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ განხორციელდა უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან და დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს, რომ ეკონომიკური კავშირები გავაღრმავოთ.

იმედი მაქვს, საამიროებიდან ინვესტიციას უძრავი ქონების ტრანსპორტის, საპორტო ინფრასტრუქტურის და წარმოების სხვადასხვა მიმართულებაში ვიხილავთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…